„ჩინეთი ფარულად გზავნის რუსეთში აღჭურვილობას ჯარისთვის“ – ,წერს Politico საბაჟო ჩანაწერებზე დაყრდნობით.
ამავდროულად, იმის მიუხედავად, რომ უკრაინა ჩინეთის მომხმარებელია, მკვეთრად შემცირდა უკრაინაში ტექნიკის იმპორტი.
რუსეთს მიეწოდება არა სამხედრო, არამედ ორმაგი დანიშნულების საქონელი.
კერძოდ, რუსეთის ფედერაციამ შეიძინა ასობით ათასი ჯავშანი, ჩაფხუტი და დრონები.
რუსეთმა წელს ჩინეთისგან იყიდა $100 მილიონზე მეტი ღირებულების დრონი – 30-ჯერ მეტი ვიდრე უკრაინამ.
ეს მონაცემები მიუთითებს ჩინეთის პოზიციაზე დასავლეთის მცდელობებში, შეანელოს პუტინის ომის მანქანა.
ტყვიაგაუმტარ ჟილეტებში გამოყენებული მასალის შესყიდვა რუსეთის ფედერაციამ 69%-ით – $225 მილიონამდე გაზარდა; უკრაინაში კი 61%-ით – $5 მილიონამდე შემცირდა.