ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) მონეტარული პოლიტიკა შეარბილა. ერთწლიანი სესხის ძირითადი განაკვეთი (LPR) შემცირდა 3.35%-მდე 3.45%-დან, ხოლო ხუთწლიანი LPR შემცირდა 3.85%-მდე 3.95%-დან.
ეს ბაზრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
საკრედიტო განაკვეთების შემცირებით, ჩინეთის მთავრობა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის გაზრდას ცდილობს.
მისი მეორე კვარტლის ეკონომიკური მონაცემები მოსალოდნელზე უარესი აღმოჩნდა. ქვეყანა დეფლაციის ზღვარზეა, უძრავი ქონების კრიზისი კვლავ გრძელდება, მზარდი ვალები და შემცირებული მოხმარება ნეგატიურად აისახება ბიზნეს განწყობაზე. ამას ემატება ჩინეთის სავაჭრო ომი აშშ-თან და ევროკავშირთან.
განაკვეთების შემცირების კვალდაკვალ ჩინური იუანის კურსი გაუარესდა, თუმცა კლება მოკრძალებული იყო. იუანი ბოლო პერიოდში დოლარის მიმართ უფასურდება.
ხოლო ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიების, განსაკუთრების ჩიპები მწარმოებლების აქციები ეცემა. მათ წინა კვირას მკვეთრი ვარდნა განიცადეს.