ჩინეთის ექსპორტი ივლისში 14,5%-ით შემცირდა, იმპორტი – 12,4%-ით.
2023 წლის ივლისში ჩინეთის ექსპორტი წლიურად 14,5%-ით შემცირდა $281,76 მილიარდამდე, რაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია.
ექსპორტის კლება გლობალური მოთხოვნის შესუსტებას უკავშირდება.
ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში საქონლის მიწოდება შემცირდა 23,1%-ით, ევროკავშირის ქვეყნებში – 20,6%-ით, ხოლო აზიის ქვეყნებში – 21,4%-ით.
რაც შეეხება იმპორტს, ივლისში 12,4%-ით შემცირდა და $201,16 მილიარდი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია 2020 წლის მაისის შემდეგ.
იმპორტის კლება შიდა მოთხოვნის შემცირების გამო მოხდა.
გასულ თვეში ჩინეთმა შეამცირა სპილენძის შესყიდვები საზღვარგარეთიდან 2,7%-ით, სოიას იმპორტი კი 23,5%-ით: ნავთობის 17%-ით, ხოლო რკინის მადნის იმპორტი 2,5%-ით გაიზარდა.
იმპორტი აშშ-დან 11,2%-ით შემცირდა, ევროკავშირიდან – 3%-ით, აზიიდან –11,2%-ით, იაპონიიდან – 14,7%-ით, სამხრეთ კორეიდან – 23%-ით.
იანვარ-ივლისში ჩინეთის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით არის შემცირებული, იმპორტი – 7,6%-ით. საგარეო ვაჭრობის პროფიციტმა $489,57 მილიარდი შეადგინა.