ჩინეთის მსხვილმა სახელმწიფო ბანკებმა სავალუტო ბაზრებზე აქტიურად დაიწყეს იუანის შესყიდვა, რათა მისი ზედმეტად გაუფასურება აიცილონ თავიდან.
იუანის შესყიდვები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა სამშაბათს ჩინეთის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა.
სახელმწიფო ბანკებმა აქტიურად დაიწყეს აშშ დოლარის გადაცვლა იუანზე.
ჩინეთის სახელმწიფო ბანკები წინა წელსაც ხშირად ყიდდნენ დოლარს, რათა იუანის ვარდნა შეენელებინათ.
Moody’s-ის გადაწყვეტილება ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შემცირების მოლოდინით არის გამოწვეული. ამასთანავე, ქვეყნის უძრავი ქონების უზარმაზარ სექტორში კრიზისის რისკები შეინიშნება.
მიმდინარე წელი იუანისთვის არასტაბილურია. იყო პერიოდი, როცა ის დოლართან მიმართებაში 6.14%-ით შესუსტდა.
ნოემბერში იუანი აშშ დოლართან მიმართებაში 2,55%-ით გამყარდა. ეს მისი საუკეთესო თვე იყო. მაგრამ შემდეგ ჩინურმა ვალუტამ ისევ გაუფასურება დაიწყო.