ჩინეთიდან ექსპორტი 7,5%-ით შემცირდა. გლობალური ინფლაციის ზრდამ და რეცესიის მოლოდინმა, ასევე, აშშ-თან დაძაბულმა ურთიერთობამ, ჩინურ პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.
შესაბამისად, ჩინეთიდან ექსპორტი მაისში 7,5%-ით შემცირდა გასული წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო იმპორტი 4,5%-ით არის შემცირებული.
საბაჟო მონაცემების მიხედვით, ჩინეთს ექსპორტის მკვეთრი ზრდა ჰქონდა მარტსა და აპრილში, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა და მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკამ სწრაფი აღდგენა დაიწყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა ცოტა ხნის წინ ჩინეთის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა. კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ პეკინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალურ ეკონომიკაში და 2023 წელს მის დაახლოებით ერთ მესამედს შეავსებს.
(რ)