ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი გამოეხმაურა სერგეი ლავროვის მიერ ჩეხეთის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებულ კომენტარს.
მან რუს დიპლომატს კლოუნი უწოდა და თქვა, რომ ტერორისტული რუსეთის ხელმძღვანელობა სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.
ლიპავსკიმ თავის Twitter-ზე დაწერა, რომ „კლოუნი ლავროვის განცხადებები ჩვენ პრეზიდენტზე, უბრალოდ სასაცილოა”.
თუმცა, ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის რეაქცია უკრაინის მიმართ ჩინეთის პოზიციაზე „პოლიტიკურ ნორმებთან შეუსაბამოა” და „ეს არის განცხადებები, რომლებსაც „საერთო არაფერი აქვს ნორმალური პოლიტიკოსის მუშაობასთან“.
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის, როგორც შუამავლის, ნდობა არ შეიძლება, რადგან პეკინისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია.
ჩეხეთის გარდა, სხვა ქვეყნებიც სკეპტიკურად უყურებენ ჩინეთის ნეიტრალურ შუამავლობას, რუსეთთან მისი მეგობრობის გათვალისწინებით.