შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ეძებენ.
ტერიტორიიდან ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. მინისტრის თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.