შოვში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოებში ჩართული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გარდაიცვალა.
ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის უწყებამ გაავრცელა.
გარდაიცვალა თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, 1973 წელს დაბადებული, თემურ ხარჩილავა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი სორტას მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ეს სამაშველო საქმიანობაში ჩართული ადამიანის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
7 აგვისტოს რაჭაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა. ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.