რადიო თავისუფლება რაჭის მთებისა და კურორტ შოვის სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების წინა და შემდგომ პერიოდს ასახავს.
1. კურორტ შოვის ფოტო სატელიტიდან 3 აგვისტოს, თბილისის დროით 10:41-ზე, ტრაგედიამდე დაახლოებით 4.5 საათით ადრეა გადაღებული.
2. ეს კი შოვია 6 აგვისტოს – კურორტი ფაქტობრივად განადგურებულია:
3. მყინვარ ბუბასთან, სადაც გარემოს დაცვის სააგენტოს წინასწარი მონაცემებით კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, 29 ივლისის და 3 აგვისტოს დილის ფოტოებს შორის რაიმე ხილული ცვლილება არ ჩანს (3 აგვისტოს ფოტოს ნაწილობრივ ღრუბელი ფარავს):
4. 29 ივლისსა და 6 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებს შორის კი ცვლილება აშკარაა. კლდე, რომელიც თოვლითა და ყინულით იყო დაფარული, მოშიშვლებულია:
5. გაფართოებულია მდინარე ბუბისწყლის კალაპოტი:
6. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნით, სტიქიის ჩასახვისა და გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადმა, სავარაუდოდ, 8-10 წუთში მიაღწია. ამ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ ეტაპზე შეუძლებელია.