შვეიცარიული საათების ექსპორტი კლებას განაგრძობს.
შვეიცარიის საათების მწარმოებელთა ფედერაციის (FH) ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, ნოემბერში ექსპორტის მაჩვენებელი 3,8%-ით დაეცა და $2,68 მილიარდი შეადგინა. ხოლო მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საათების მიწოდება საზღვარგარეთ 2,7%-ით არის შემცირებული.
რეალიზაციის კლება დიდწილად ჩინეთში ექსპორტის 27%-იანმა შემცირებამ განაპირობა.
შვეიცარიული საათების ძირითადი საექსპორტო ბაზარი შეერთებული შტატებია, სადაც ნოემბერში ზრდა იყო. ექსპორტი ამ ქვეყანაში 4,7%-ით გაიზარდა.
იაპონიაში მიწოდება შემცირდა 2,5%-ით, ჰონგ კონგში – 18,8%-ით, დიდ ბრიტანეთში კი 8,3%-ით. დიდია ექსპორტის კლება სინგაპურშიც – 6,1%-ით.
ამავდროულად, საათების რეალიზაციის აქტიური ზრდა აღინიშნა მცირე ბაზრებზე, კერძოდ, სამხრეთ კორეაში – 21,7%, ესპანეთში – 33,5%, ინდოეთში – 59,7%.
ექსპორტის შემცირება ყველა საფასო სეგმენტში დაფიქსირდა. 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, ყველაზე დიდი იყო კლება $550-$3350 ფასიან სეგმენტში – 14,9%-ით. $550-ზე ნაკლები ღირებულების საათების მიწოდება 6,1%-ით შემცირდა, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული, $3 350-ზე მაღალი ფასის სეგმენტში გაყიდვები შემცირდა 0,9%-ით.