შვეიცარიის ცენტრალური ბანკი(SNB) ერთადერთი დიდი ბანკია ევროპაში, რომელმაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა. საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 1,50%-ის ნიშნულზე ჩამოვიდა.
პროცენტის დაწევის საშუალება ბანკს ქვეყანაში ინფლაციის დაბალმა დონემ მისცა.
შვეიცარიაში თებერვალში ინფლაცია 1.2%-მდე დაეცა. სამომხმარებლო ფასები უკვე მეცხრე თვეა დაბალ დონეზეა და ფასების ზრდა 0-2%-იან სამიზნე დიაპაზონშია.
ცენტრალური ბანკის პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც სავარაუდოდ, ამავე დიაპაზონში დარჩება.
თუმცა, პროცენტის დაწევა მაინც მოულოდნელი ნაბიჯია SNB-ის მხრიდან, რომელმაც განაკვეთი 2015 წლის შემდეგ პირველად შეამცირა.
SNB პირველი მსხვილი ბანკია ევროპაში, რომელმაც შეარბილა მონეტარული პოლიტიკა.
რაც შეეხება ევროპის სხვა ცენტრალურ ბანკებს, ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები უცვლელი დატოვა და ინგლისის ცენტრალური ბანკმაც მონეტარული პოლიტიკა 5,25%-ზე შეინარჩუნა.