მიმდინარე წლის თებერვალში შვეიცარიული საათების კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ. შვეიცარიის საათების საწარმოთა ფედერაციის მონაცემებით, გასულ თვეს ქვეყნიდან ექსპორტზე $2.43 მილიარდის ღირებულების საათები გაიტანეს, რაც 3.8%-იანი კლებაა.
თებერვალში შვეიცარიიდან საატების იმპორტი შემცირდა საქართველოშიც. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეს საქართველოში შემოვიდა $74.71 ათასის ღირებულების, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მაჩვენებელი $232.33 ათასს შეადგენდა. კლება დაახლოებით 68%-ს შეადგენს.
წელს საქართველოში შვეიცარიიდან ძვირფასი ლითონებით დამზადებული საათები არ შემოსულა. 2023 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი $177.30 ათასს შეადგენდა.