შვედეთის პროკურატურამ Nord Stream-ის გაზსადენის აფეთქების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, რომელსაც 2022 წლის სექტემბრიდან აწარმოებდა.
ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა.
გამოძიების მიზანი იყო გაერკვია, მონაწილეობდნენ თუ არა აფეთქებაში შვედეთის მოქალაქეები და ოპერაციისთვის გამოიყენეს თუ არა შვედეთის ტერიტორია.
წინასწარმა გამოძიებამ ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინა. შესაბამისად, გამოძიება აღარ გაგრძელდება. პროკურატურა მიიჩნევს, რომ გამოძიების გაგრძელებისთვის მტკიცებულებები არ გააჩნია.
გერმანიაში მომხდარი აფეთქების გამოძიება გრძელდება.
ცნობისთვის, გაზსადენებზე Nord Stream 1 და Nord Stream 2 აფეთქებები 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდა, შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონებში.
გამოძიებაში ჩართული ყველა ქვეყანა მიიჩნევს, რომ აფეთქებები მიზანმიმართულად განხორციელდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო დივერსიაში უკრაინის სავარაუდო მონაწილეობა.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ ასევე არ დაადასტურა დივერსიაში „პროუკრაინული კვალის”.
დანიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე, Nord Stream-ის სიახლოვეს, რუსული სამხედრო ხომალდი შენიშნეს.