ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, შეერთებულ შტატებში რეცესია დაიწყოს, რადგან ინფლაციის 2%-მდე შემცირება შესაძლოა, 2025 წლამდე ვერ მოხერხდეს.
„არ მგონია, რომ 2%-იანი ინფლაცია გვექნება წელს ან მომავალ წელს. ვფიქრობ, რომ ამას მივაღწევთ 2025 წლის შემდეგ“, – განაცხადა Fed-ის ხელმძღვანელმა.
პაუელის თქმით, შეერთებულ შტატებს ბიუჯეტის უფრო მეტად შემცირება და საბაზისო საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ემუქრება. თუმცა, ქვეყანას საპროცენტო განაკვეთის ზრდის ტემპის შენელება შეუძლია.
პაუელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რეფინანსირების განაკვეთი წელს კიდევ ორჯერ გაიზრდება და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკა გაგრძელდება, „სანამ საჭირო იქნება”.
ფედერალური რეზერვი 26 ივლისს შეიკრიბება საპროცენტო განაკვეთების განსახილველად. ეკონომისტების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ განაკვეთი კიდევ 0,25-ით გაიზრდება და ყველა დროის მაქსიმუმს – 5,5%-ს მიაღწევს.