ნედლი შაქრის ფასი მსოფლიო ბაზრებზე ბოლო ორი წლის მინიმუმზეა.
კონტრაქტების ღირებულება 2,5%-ით დაეცა და კილოგრამის ფასმა 40 ცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.
ფასის ვარდნა ბრაზილიასა და ინდოეთში მოსავლის ზრდის მოლოდინმა გამოიწვია.
მსოფლიოს უდიდესმა შაქრის მწარმოებელმა, ბრაზილიამ, 1 ივლისისთვის, ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ტონა შაქარი გაყიდა, რაც 40%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ექსპორტის ტემპი შესაძლოა შეჩერდეს ნოემბრიდან დეკემბრამდე ან უფრო ადრეც, თუ მუსონური, წვიმების სეზონი ოქტომბერში დაიწყება.
ასევე მოსალოდნელია, რომ წვიმიანი სეზონი ინდოეთში, ნედლი შაქრის სიდიდით მეორე მწარმოებელ ქვეყანაში, გაზრდის წარმოებას. ინდოეთს შაქრის დიდი მარაგი დაუგროვდა, რაც მას უბიძგებს, მსოფლიო ბაზარზე გაზარდოს მიწოდება.
ექსპორტი გაზარდა უკრაინამ, შაქრის კიდევ ერთმა დიდმა ექსპორტიორმა. მაისში უკრაინამ ექსპორტზე რეკორდული 108 ათასი ტონა შაქარი გაიტანა, საიდანაც 65% ევროკავშირში, 35% კი სხვა ქვეყნებში გაიგზავნა.