შავი ზღვაში წყალი უსაფრთხოა, – განცხადებას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ომიაძე აკეთებს.
მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია.
„ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე მოწმდება და შეიძლება ითქვას, რომ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყოველგვარი შიში უსაფუძვლოა“,- განაცხადა მაია ომიაძემ.