საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის იანვარში ყირგიზეთი საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი გახდა. საქართველოს $338,6 მილიონის მოცულობის ექსპორტში (რეექსპორტის ჩათვლით) ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა 13,7% იანი წილით რეიტინგის სათავეში მოექცა. ყირგიზეთმა ამ მაჩვენებლით გადაუსწრო არა მხოლოდ რუსეთს, არამედ აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთსაც კი.
2024 წლის იანვარში ყირგიზეთში ექსპორტი წლიურად 180%-ით, $16,490 მლნ-დან $46,2 მლნ-მდე გაიზარდა, საიდანაც $45 მილიონზე მეტი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის.
გთავაზობთ top-10 პროდუქტს, რომელიც წელს იანვარში ყირგიზეთში გავყიდეთ:
- მსუბუქი ავტომობილები – $45,303 მლნ;
- სამკურნალო საშუალებები – $288 ათასი;
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები – $279,3 ათასი;
- ონკანები, სარქვლები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობები – $75 ათასი;
- სატვირთო ავტომობილები – $57,4 ათასი;
- მინერალური და მტკნარი წყლები – $43,2 ათასი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – $32 ათასი;
- კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი – $25,7 ათასი;
- მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები – $25 ათასი;
- მისაბმელები, ნახევრად მისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები – $21 ათასი.
ცნობისათვის, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით 14.8% ით შემცირდა. კერძოდ, იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე $1,341 მლრდ. შეადგინა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილი 26.2%-ით შემცირდა და $338.6 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარში იმპორტის წილი საქონლით საგარეო ვაჭრობაში 10.1% ით არის შემცირებული და $1,003 მლრდ. შეადგენს. გარდა ამისა, იმავე პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $664.1 მლნ. შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.