მაისის ყოველ პირველ ორშაბათს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში Met Gala იმართება. გამონაკლისი მხოლოდ 2021 წლის ღონისძიება იყო, რომელიც COVID-19-ის შეზღუდვების გამო სექტემბერში ჩატარდა.
წლევანდელი Met Gala კარლ ლაგერფილდის ხსოვნას ეძღვნება.
Met Gala-ს თემის ოფიციალური სახელწოდებაა Karl Lagerfeld: A Line of Beauty – კარლ ლაგერფილდი: სილამაზის ხაზი. მოდის სამყარო პატივს მიაგებს ლეგენდარული დიზაინერის ხსოვნას, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა. ლაგერფილდი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა FENDI-სა და CHANEL-ის მოდის სახლებს.
ცნობილია Met Gala-ს Dress Code-იც, რომელიც იქნება ასევე „კარლის პატივსაცემად“.
Met Gala-ს ისტორია 1937 წლიდან იწყება, როდესაც ამერიკელმა ქველმოქმედმა ირენე ლევინსონმა დააარსა კოსტიუმების ინსტიტუტი (ყოფილი კოსტიუმების ხელოვნების მუზეუმი). 1946 წელს კოსტიუმების ხელოვნების მუზეუმი შეუერთდა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს და გახდა კოსტიუმების ინსტიტუტი.
1995 წლიდან Vogue-ის მთავარი რედაქტორის – ანა ვინტურის ორგანიზატორობითა და ხელმძღვანელობით Met Gala გახდა მოდის ყველაზე საყვარელი ყოველწლიური დღესასწაული.
Met Gala საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის სახსრების მოსაგროვებლად (ტრადიციულად მოდის გამოფენის გახსნის დროს). ყოველწლიურად, ღონისძიებაზე 8-ციფრიანი თანხა გროვდება .
ამერიკულმა Vogue-მა დაასახელა ვარსკვლავები, რომლებიც გახდებიან Met Gala 2023-ის თანათავმჯდომარეები. მათ შორის არიან: პენელოპა კრუსი, მიქაელა კოელი, როჯერ ფედერერი და დუა ლიპა. Met Gala-ზე დამსწრე სტუმრები ღონისძიების განმავლობაში ჩვეულებრივ ახლომდებარე სასტუმროებში ცხოვრობენ.