ავტომობილები ფეხბურთელებისთვის საყვარელი ფუფუნების საგანია. მაგრამ მხოლოდ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შეუძლიათ შეიძინონ ის მოდელები, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით არის გამოშვებული.
2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც დაახლოებით $105 მილიონი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე ლიონელ მესია $104 მილიონის შემოსავლით, შემდეგ მოდის ნეიმარ უმცროსი -$95 მილიონით. კილიან მბაპემ $42 მილიონი მიიღო. მეხუთე ადგილზეა მოჰამედ სალაჰი -$37 მილიონით. ეს მაჩვენებლები, წელს სავარაუდოდ, შეიცვლება. Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული სავარაუდო რეიტინგის მიხედვით, 2022-23 წლის სეზონზე ყველაზე მეტს კილიან მბაპეს გადაუხდიან, დაახლოებით $128 მილიონს. მესის- $120- მილიონს, რონალდუს- $115 მილიონს, ნეიმარს -$95 მილიონს, ხოლო მოჰამედ სალაჰი-$53მილიონს მიიღებს.
ლიონელ მესი ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების კოლექციას ფლობს. მის საკუთრებაშია $35 მილიონად ღირებული Ferrari 335 S Spider. კოლექციაში ასევე შედის $4 მილიონიანი Pagani Zonda, Mercedes-AMG GLE 63 S Coupe, Cadillac Escalade და Range Rover Vogue.
კრიშტიანუ რონალდუ ფლობს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული Bugatti La voiture Noire-ს, რომელიც $18,6 მილიონი ღირს: ასევე, ფლობს $9 მილიონიან Bugatti Ka-ს. რონალდუს ასევე აქვს Bugatti Chiron, რომელიც დაახლოებით $3 მილიონი ღირს.
ნეიმარ უმცროსი მართავს Lamborghini-ს ყველაზე ძვირადღირებულ მოდელს- Veneno-ს, რომელიც $5 მილიონი ღირს.
კილიან მბაპე ფლობს Ferari 488 PIsta-ს, რომელიც $542 ათასი ღირს. მის კოლექციაში კიდევ რამდენიმე ძვირადღირებული მოდელია, მათ შორის Tiguan და Mercedes V-კლასი.
მოჰამედ სალაჰის კოლექციაში ყველაზე ძვირადღირებული $326 ათასიანი Lamborghini Aventador-ია. იტალიურ სუპერმანქანას, საათში 218 მილის გავლა შეუძლია.