გასულ 2023 წელს გლობალურ ბირჟებზე გარიგებების მოცულობამ $3 ტრილიონს ვერ მიაღწია. Financial Times-ის თანახმად, ეს ბოლო ათწლეულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გლობალურ საფინანსო გარიგებებზე გავლენა მოახდინეს გეოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა და მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა.
წელს საფონდო ბირჟებზე ჯამში $2.9 ტრილიონის კონტრაქტები დაიდო. ეს პირველად მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, როცა გარიგებების ოდენობა $3 ტრილიონზე ნაკლები იყო.
ლონდონის საფონდო ბირჟის თანახმად, ეს ნიშნავს 17%-იან ვარდნას წინა წელთან შედარებით.
გარიგების ღირებულების ყველაზე ძლიერი კლება ევროპის საფონდო ბირჟებზე დაფიქსირდა 28%-ით. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 25%-ით შემცირდა. შეერთებულ შტატებში ყველაზე დაბალი ვარდნა იყო – მხოლოდ 6%.
წინა წელთან შედარებით, 8%-ით შემცირდა გლობალური ინვესტიციებიც.
გარდა ამისა, შარშან გამკაცრდა შეზღუდვები კონკურენციაზე, რამაც Adobe-ის მიერ Figma-ის შესყიდვის $20-მილიარდიანი გარიგების ჩაშლა გამოიწვია.
2023 წელს ყველაზე დიდი – $100-მილიარდიანი გარიგება ExxonMobil-ისა და Chevron-ს შორის დაიდო 2023 წლის ბოლო კვარტალში.
ასევე, Microsoft-მა დაასრულა Activision Blizzard-ის აქციების ყიდვის $75-მილიარდიანი შეთანხმება, რასაც თითქმის 2 წელი დასჭირდა.
ეკონომისტების შეფასებით, საფონდო ბაზარზე ზრდა შეიძლება, მხოლოდ 2024 წლის მეორე ნახევარში დაიწყოს.