ყაზახეთის საფონდო ბირჟა(KASE) აპირებს მოსკოვის ბირჟასთან თავისი აქციები უკან გამოისყიდოს. ბირჟის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ სანქცირებული რუსული პლატფორმის აქციონერობა უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში ხელს უშლის.
„KASE-ს აქციონერებს შორის სანქცირებული პირის არსებობა ზღუდავს ბირჟას და მის კლირინგ ცენტრს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში და შენარჩუნებაში”,- იტყობინება სავაჭრო პლატფორმა.
მოსკოვის ბირჟა ფლობს ყაზახეთის საფონდო ბირჟის აქციების 13,1%-ს. KASE-ს 47%-ს ყაზახეთის ეროვნული ბანკი ფლობს.
ასევე განიხილება KASE-ს აქციების მესამე პირის მიერ გამოსყიდვის ვარიანტიც.
მოსკოვის ბირჟა, ისევე როგორც რუსეთის ეროვნული კლირინგ ცენტრი (NCC) და ეროვნული დეპოზიტარი (NSD) აშშ-ის სანქციების ქვეშ 12 ივნისს მოექცნენ.