მსოფლიო ბაზარზე ყავის მარცვლის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია. ის 17 წლის მაქსიმუმზეა. ყავის გაძვირება ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლის შემცირების საფრთხეს უკავშირდება.
ყავის ელიტარული ჯიში არაბიკა 25 ნოემბერს 3%-ით გაძვირდა. მისი ფასი წელს მკვეთრად არის მომუტებული, ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებიდან, ბრაზილიიდან და ვიეტნამიდან ექსპორტის შემცირების გამო.
ბიუჯეტური ჯიშის Robusta-ს ფასებმა, ასევე მოიმატა და1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ბაზარი მიწოდების კლებას ელოდება ბრაზილიიდან, სადაც ხანგრძლივი გვალვებმა ყავის ხეები დააზიანა, რაც მომავალ სეზონზე წარმოების შემცირებას გამოიწვევს.
USDA-ს(აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი) შეფასებით, ამჟამად ბრაზილიის ყავის მარაგი, წინა წელთან შედარებით, 26%-ით ნაკლებია.