ქართუს სავალუტო ანგარიშებზე თანხები შეუმცირდა. 2024 წლის 9 თვის სტატისტიკით, სავალუტო დეპოზიტების პორტფელი 976 მლნ ლარის ეკვივალენტია. II კვარტლის ბოლოს კი 992 მლნ ლარს აღწევდა. ამასთან ანაბრების მთლიანი პორტფელი გაზრდილია (+2.3%Q.Q)
სავალუტო დეპოზიტების კლება ნაწილობრივ კურსის ეფექტითაც არის განპირობებული. ეროვნული ვალუტა გაზაფხულზე უფრო გაუფასურებული იყო და შესაბამისად, დეპოზიტების მოცულობაც ლარში მეტობით გამოისახა( $1/2.83 იყო ივნისის ბოლოს და 2.73 სექტემბრის მიწურულს).
ქართუს დეპოზიტების პორტფელის 1/2-ზე მეტი მიმდინარე ანგარიშებია, რომლის 80%-ზე მეტი სავალუტოა. დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი (80%) აქვს ვადიან ანაბრებსაც.
როგორც ცნობილია, ქართუ ბანკი უფრო მეტ იურიდიულ პირს ემსახურება, ვიდრე ფიზიკურს, შესაბამისად, კომპანიების დეპოზიტების წილი 60%-ზე მეტია.
Q3/2024-ის მდგომარეობით, მთლიანად ანაბრების დოლარიზაციის კოეფიციენტი 78.4%-ს შეადგენს (Q2/2024 – 81.5%).