საქსტატის მონაცემებით, წელს სამ თვეში საქართველომ უცხოეთში $8.578 მლნ-ს ღირებულების 8 620 ტონა ზეთი იყიდა, აქედან რუსეთში $6.927 მლნ-ს 7 301 ტონა. 2024 წლის იანვარ-მარტში მთლიანი იმპორტში რუსეთის წილი თითქმის 81% იყო.
კერძოდ, შარშან სამ თვეში რუსეთიდან $7.819 მლნ-ს 6 104 ტონა ზეთი ვიყიდეთ. შესაბამისად, წელს რუსული ზეთის საიმპორტო ფასი 27%-ით არის შემცირებული და ერთი ლიტრის ფასი $0.95-ს შეადგენს.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ერთი ლიტრი რუსული ზეთის იმპორტი ქვეყანას $1.3 უჯდებოდა.
გარდა რუსეთისა, საქართველომ წელს ზეთი იყიდა შემდეგ ქვეყნებში:
- უკრაინა – $1.396 მლნ, 1 124 ტონა (ერთი ლიტრის საშუალო ფასი $1.25 )
- აზერბაიჯანი – $240.7 ათასი, 185.5 ტონა (ერთი ლიტრის საშუალო ფასი $1.30)
ამასთან, მცირე რაოდენობით მზესუმზირის ზეთი შემოვიდა თურქეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან.