ქართული ღვინოს ყველაზე მაღალი ფასი იაპონიის ბაზარზე აქვს. 2023 წლის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და $7,1 შეადგინა. მეორე ადგილზე აშშ-ია, სადაც 1 ლიტრი ქართული ღვინო $6,19-ად იყიდებოდა.
ყველაზე დაბალი საექსპორტო ფასი ქართულ ღვინოს პოლონეთსა და რუსეთში აქვს, შესაბამისად, $2,5 და $2,7.
საქართველოში, მსოფლიო ტენდენციის მსგავსად, საექსპორტო ღვინის ფასი 2023 წელს გაიზარდა. ზრდამ 16% შეადგინა.
ჯამში ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი $2.9-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე საშუალოზე დაბალ საფასო სეგმენტში ხვდება პორტუგალიასთან, ახალ ზელანდიასთან, ჩილესა და ავსტრალიასთან ერთად.
ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- იაპონია -$7,1
- აშშ – $6,19
- გაერთიანებული სამეფო-$5,2
- გერმანია -$4,7
- ჩინეთი- $3,69
- ლატვია- $3,6
- ესტონეთი- $3,4
- ლიეტუვა-$3,3
- ყაზახეთი-$3
- უკრაინა- $2.8
- რუსეთი- $2,7
- პოლონეთი -$2,5
2024 წლის 6 თვეში ღვინის ექსპორტიდან საქართველომ $156.7 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ხოლო ექსპორტის მოცულობა 26%-ით გაიზარდა. სულ აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 54.4 ათას ტონა ღვინო გავიდა.
საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. 2024 წლის 5 თვეში რუსეთში ექსპორტი წლიურად ექსპორტი 52%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად აქციზის ზრდით იყო გამოწვეული.