საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $1.763 მლრდ შეადგინა, რაც 10.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3%-ით შემცირდა და $805.9 მლნ-ს გაუტოლდა.
ამასთან, 2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($189.4 მლნ), თურქეთი ($106.3 მლნ) და ჩინეთი ($68.2 მლნ).
ოფიციალური მონაცემებით, დგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს $126.2 მლნ მილიონით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.7%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $82.3 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, $50.9 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.3%).