მსოფლიოში ოქრო ძვირდება – როგორია ქართული ოქროს საექსპორტო ფასი
მსოფლიოს ბაზარზე ოქროს გაძვირების კვალდაკვალ, გაიზარდა ქართული ოქროს საექსპორტო ფასიც.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა $14.021 მლნ-ს ღირებულების 0.44 ტონა ოქრო (ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით). კილოგრამის ფასმა საშუალოდ $31 866 შეადგინა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში $16.346 მლნ-ს 0.60 ტონა ოქრო გაიყიდა, ძვირფასი ლითონის საექსპორტო ფასმა კილოგრამზე საშუალოდ $27 244 შეადგინა. შედეგად გამოდის, რომ ქართული ოქროს საექსპორტო ფასი წელს თითქმის 17%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ქართული ოქრო წელსაც, როგორს 2023-ში სამ ქვეყანაში – შვეიცარიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა. კერძოდ:
- შვეიცარია – $13.154 მლნ
- თურქეთი – $728.49 ათასი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – $138.82 ათასი
მსოფლიო ბაზრებზე ოქროს რეკორდულად მაღალი ფასი აქვს. ამ დროისთვის ერთი უნცია $3 560-მდე ღირს. თუმცა ეს მაქსიმუმი არ იქნება, როგორც Yardeni Research-ის კვლევის პრეზიდენტი, ედ იარდენი პროგნოზირებს, ოქროს ფასი 2025 წლის ბოლოსთვის უნციაზე შესაძლოა, $3 500-მდეც გაიზარდოს.