2024 წლის სექტემბერში საქართველოში $283.4 მლნ-ის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც 1.1%-ით ($3.0 მლნ-ით) ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, გზავნილების კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა.
წინა თვეში რუსეთიდან საქართველოში $36 მილიონი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია, რაც მიგრაციული ეფექტის შემცირებასთან არის დაკავშირებული. შედეგად, რუსეთმა გზავნილების მოცულობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
პირველი ადგილზე გადმორიცხული გზავნილებით კვლავ იტალიაა, საიდანაც სექტემბერში $50 . აღნიშნული ქვეყნიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 13%-ით არის მომატებული. მეორე პოზიციას $49 მილიონით აშშ იკავებს, საიდანაც გზავნილებმა სექტემბერში 18%-ით მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ გადმორიცხვების ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება ყირგიზეთიდან, რომელიც საქართველოსთვის უდიდესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა გახდა. ამ ქვეყნიდან სექტემბერში – $9.195 მლნ გადმოირიცხა (+111.5%).