2023 წლის ივნისში საქართველოში $353.2 მლნ (924.5 მლნ ლარი) ფულადი გზავნილი გადმოირიცხა.
ეროვნული ბანკის მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლის ივნისთან შედარებით, გზავნილების მოცულობა 17.4%-ით არის შემცირებული ($74,2 მილიონით ნაკლები).
ფულადი გადმორიცხვების შემცირების უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან გზავნილების კლება გახდა. გასულ თვეში რუსეთიდან გადმორიცხვები 44%-ზე მეტად შემცირდა.
სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია. მათ შორის გადმორიცხვები გაზრდილია აშშ-დან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ქვეყნების რეიტინგი ივნისის თვის ფულადი გზავნილების მიხედვით:
-
რუსეთის ფედერაცია – $129,31 მილიონი(-44% 2022 წელთან შედარებით)
-
იტალია – $42,93 მილიონი(+21%)
-
აშშ – $39 მილიონი(+40%)
-
საბერძნეთი – $20,28 მილიონი(+8%)
-
გერმანია – $20,2 მილიონი(+45%)
-
ისრაელი – $19,5 მილიონი(+15%)
-
ყაზახეთი – $17 მილიონი(-1%)
-
თურქეთი – $10,7 მილიონი(26%)
-
ესპანეთი – $5.2 მილიონი(+8%);
-
საფრანგეთი – $4.8 მილიონი (+28%)
2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ $28.8 მლნ (75.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან ($29.6 მლნ) შედარებით, 2.5%-ით ნაკლებია.