2024 წლის იანვრისთვის ფიზიკური პირების ანაბრების 81%-ზე მეტი ორ ბანკში- საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკში იყო განთავსებული. მათ ლიდერი ბანკების ანგარიშებზე 22,330 მილიარდ ლარზე მეტი აქვთ შეტანილი.
ხოლო საბანკო სექტორის ტოპ-4 ბანკის(საქართველოს ბანკი, თიბისი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი) წილად მთლიანი ანაბრების დაახლოებით 91% მოდის. მათი დეპოზიტების ჯამური პორტფელი 25 მლრდ ლარს აღემატება.
სულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში ფიზიკურ პირებს 27,540 მილიარდი ლარის ანაბარი აქვთ შეტანილი.
კომერციული ბანკების რეიტინგი დეპოზიტების მიხედვით(ლარი/01.01.2024):
-
საქართველოს ბანკი 12 474 920
-
თიბისი 9 844 284
-
ლიბერთი 1 650 372
-
ბაზისბანკი 1 060 406
-
ქართუ 675 166
-
კრედო 624 361
-
პროკრედიტ ბანკი 487 534
-
ტერაბანკი 485 417
-
ხალიკ ბანკი 65 674
-
პაშა ბანკი 61 056
-
ზირაათ ბანკი 35 433
-
იშ ბანკი 29 869
-
სილქ ბანკი 29 591
-
ვითიბი ბანკი 4 059
-
პეისერა 310
სულ, საბანკო სექტორში 2024 წლის იანვრისთვის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 50,60 მლრდ ლარი შეადგინა.