მილიარდერი უორენ ბაფეტის ჰოლდინგმა Berkshire Hathaway თითქმის გაანახევრა თავისი წილი Apple-ში.
Berkshire-მა დაახლოებით 390 მილიონი აქცია გაყიდა, თითქმის $50 მილიარდად და ამ ოპერაციის შემდეგ კორპორაციის ფულადმა სახსრებმა $277 მილიარდს მიაღწია.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს იმის ნიშანია, რომ ინვესტორები აშშ-ს საფონდო ბაზარზე მაღალი მოგების მიღებაში დარწმუნებულები არ არიან.
ბაფეტი ჯერ კიდევ ახორციელებს მოკლევადიან ინვესტიციებს აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებში, რაც აშშ-ის ფედერალური რეზერვის(Fed) ამჟამინდელი მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში მისთვის ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა.
Berkshire Hathaway-მა სახაზინო ობლიგაციებში ჩადებული ინვესტიციიდან $2.6 მილიარდის საპროცენტო შემოსავალი მიიღო 2024 წლის მეორე კვარტალში.
წინა კვირაში Apple-მა გამოაქვეყნა მესამე კვარტლის სტატისტიკა, რომელმაც შემოსავლის 5%-იანი ზრდა აჩვენა, ოდნავ მეტი ვიდრე უოლ სტრიტი ელოდა.