ოქრო კიდევ გაძვირდა და უნციაზე $2200-ს გადააჭარბა.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს აპრილის კონტრაქტების ფასი 1,05%-ით გაიზარდა და უნციაზე $2213,7 შეადგინა .
გუშინდელ ვაჭრობაზე ფიუჩერსებმა რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწიეს – უნციაზე $2190,6-ს.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ძვირფასი ლითონი 5.8%-ით არის გაძვირებული. ძვირფალ ლითონზე ფასის ზრდას ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროს შესყიდვები და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი განაპირობებს.