ოქროს ფასი გაიზარდა, რადგან აშშ-ს ფედერალური რეზერვის(FED) თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ალბათობა მაღალია.
დღევანდელ სავაჭრო სესიაზე უნცია ოქროს ფასი 0,7%-ით გაიზარდა და $2440-ს მიაღწია, რაც. მაქსიმალური დონეა 20 მაისის შემდეგ, როდესაც ოქრო რეკორდულ $2,449.89-ზე იყო.
სპეციალისტების შეფასებით, რეინანსირების განაკვეთის შემცირება, დიდი ალბათობით ოქროს ფასის აღმავალი ტენდენციის გაგრძელებას შეუწყობს ხელს და შეიძლება 2600$-ის დონეს მიმაღწიოს.
პაუელმა, ვაშინგტონის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას, თავი შეიკავა განაკვეთების შემცირების ზუსტი თარიღის დასახელებისგან, თუმცა, თქვა, რომ FED არ დაელოდება ინფლაციის სამიზნე 2%-მდე დაწევას
FED-ის კომიტეტის მორიგი სხდომა 17-18 სექტემბერს უნდა გაიმართოს.