უნგრეთი აპირებს, დაბლოკოს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი €20 მილიარდის მოცულობის დახმარება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებისთვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ Politico წერს.
გადაწყვეტილების შესახებ ბრიუსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჯარტომ განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთი გააპროტესტებს უკრაინის დახმარების გეგმას მანამ, სანამ უკრაინა არ ამოიღებს უნგრულ OTP ბანკს „ომის სპონსორების“ სიიდან.
ევროკავშირის გეგმის მიხედვით, უკრაინამ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში მინიმუმ €5 მილიარდის სამხედრო დახმარება უნდა მიიღოს. საუბარია უკრაინისთვის იარაღის შესყიდვისა და მიწოდების ხარჯების დაფარვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებაზე.