უკრაინის თავდაცვის მინისტრის – ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა აპრილ-მაისისთვის არის დაგეგმილი.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა იქნება, მაგრამ ამ დრომდე შეტევის დაწყებისთვის დამაკმაყოფილებელი წინაპირობები არ არის“, – მიიჩნევს რეზნიკოვი.
„ფრონტზე ვითარება ახლა რთულია. 1200-კილომეტრიან ხაზზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. არ ვამბობ, რომ კონტრშეტევა შეუძლებელია, მაგრამ კონტრშეტევამდე სტრატეგიული თავდაცვითი ოპერაცია ტარდება“, – აღნიშნავს უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე იგორ რომანენკო.
მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება უდავოდ აუცილებელია. თუმცა, დრო აქ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
„რუსები აგრძელებენ წინსვლას. ჩვენ ჯერ უნდა შეაჩეროთ მტრის წინსვლა, გავანადგუროთ, რაც შეიძლება, მეტი მისი ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა და ვაიძულოთ, თავდაცვაზე გადავიდეს“, – აცხადებს რომანენკო.