ევროკომისია აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტამ არ გააუარესა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და არც სამომხმარებლო ფასები გაზრდილა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა-კაისა იტკონენმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ერთ წელიწადზე მეტია ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც უკრაინასთან, რათა მზად ვყოფილიყავით მსგავსი სცენარისთვის”,- თქვა იტკონენმა.
მისივე თქმით, სპეციალურმა საკოორდინაციო ჯგუფმა დაასკვნა, რომ ევროკავშირის გაზმომარაგებაში პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება ფასებს, ბაზრებმა ეს უკვე გაითვალისწინა და წელს ფასების ზრდა არ მომხდარა.
”ბუნებრივი აირზე მოთხოვნა კვლავ შემცირებულია და კრიზისამდელი დონეს დაახლოებით 18%-ით ჩამორჩება და გაზის მარაგები ასევე აჭარბებს კრიზისამდელ დონეს,” – თქვა მან.
იტკონენმა ასევე თქვა, რომ ცივი თვეების დაწყებისთანავე, ევროკომისია აკვირდება სიტუაციას წევრ ქვეყნებში, ასევე მონიტორინგს უწევს ფასებს.