სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინული მარცვლეულისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა 19 აპრილიდან შედის ძალაში. შეზღუდვები არ შეეხება უკრაინული პროდუქციის ტრანზიტს სლოვაკეთის ტერიტორიის გავლით.
სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება სლოვაკეთის აგროსასურსათო სექტორის და, განსაკუთრებით, მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღეს.
მისი თქმით, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება უკრაინიდან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მესამე ქვეყნის ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქტების ექსპორტი.
იმპორტის აკრძალვა შეეხება მარცვლეულს, შაქარს, მშრალ საკვებს, მარცვლეულს, სვიას, სელსა და კანაფს, ხილსა და ბოსტნეულს, ასევე ღვინოს, ეთილის სპირტს, თაფლს და მეფუტკრეობის პროდუქტებს.
ევროკომისია ამ კვირაში განიხილავს პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის საკითხს.