2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფრი უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მოითხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიგრაციის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი – 66 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა, 51 მოქალაქე ინდოეთიდან და 45 – ირანიდან.
ქვეყნების ათეული, რომელთა მოქალაქეებმაც 2024 წლის სამ თვეში მოითხოვეს თავშესაფარი, ასეთია:
- თურქეთი – 43
- პაკისტანი – 35
- რუსეთი – 23
- ერაყი – 15
- იორდანია – 14
- ნიგერია – 12
- ეგვიპტე – 11
შსს-ის თანახმად, საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ ავღანეთის, ითიოპიის, აზერბაიჯანის, იემენის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
გასულ 2023 წელს ჯამში 1 052 განაცხადი იყო რეგისტრირებული.