კიევმა საჩივარი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გამო.
ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის – ტარას კაჩკას თქმით, ამ ქვეყნების ქმედებები სამართლებრივად არასწორია. ამიტომ კიევი დაიწყებს სასამართლო პროცესებს, რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს, როგორ ექცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავიანთ სავაჭრო პარტნიორებს.
ის არც იმას გამორიცხავს, რომ კიევმა საპასუხო სანქციები დააწესოს და აკრძალოს ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი პოლონეთიდან.
როგორც ცნობილია, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ჩაუკეტეს დერეფანი უკრაინის მარცვლეულს. ამ ქვეყნის მთავრობები გადაწყვეტილებას ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვით ხსნიან.
მათ არ შეუერთდა ბულგარეთი, რომელმაც 15 სექტემბრიდან გააუქმა შეზღუდვა უკრაინულ იმპორტზე, რამაც ქვეყანაში უკვე გამოიწვია ადგილობრივი ფერმერების საპროტესტო აქციები.
12 სექტემბერს პოლონეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც კრძალავს უკრაინული მარცვლეულის იმპორტს 15 სექტემბრის შემდეგ ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად.