2024 წლის იანვარში უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 35,7-ით, 92 1240 ლარით შემცირდა.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს ერთ თვეში უბილეთო მგზავრებზე 165 396 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2023 წლის იანვარში კი 257 536 ლარის.
2023 წელს კი უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 3 591 097 ლარის აკუმურირება მოხდა.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.
რაც შეეხება ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობას, აქ ზრდა ფიქსირდება. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 30 835 771 ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 26 212 654 ლარი.