უახლოვდება თუ არა ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციას? – ჯერ არა
TBC Capital-ის საბაზო სცენარით, მომდევნო 12 თვის პერიოდში ლარის კურსი მცირედით გაუფასურდება, ხოლო მიმდინარე პერსპექტივაში ეროვნული ვალუტა ჯერჯერობით, გამყარებულ პოზიციას ინარჩუნებს.
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ძლიერი სავალუტო შემოდინებების მიუხედავად, მომავალში ლარის გამყარებას ხელს არ შეუწყობს დაბალი ინფლაცია და ასევე, მისი საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში.
მისი აზრით, ლარის მიმდინარე ზომიერი, თუმცა მაინც მერყეობა უფრო სენტიმენტებითა და სხვა შესაძლო ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული.
„დიდია იმის ალბათობა, რომ მომდევნო თვეებში სავალუტო ბაზარზე გამყარების მიმართულებით ზეწოლა გაგრძელდეს. თუმცა, ვფიქრობთ ეს უფრო სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვებში აისახება, ვიდრე ლარის მატერიალურ გამყარებაში, – აღნიშნულია მთავარი ეკონომისტის შეფასებაში.
TBC Capital ლარის მერყეობას და მაღალი ეკონომიკურ ზრდას საპროცენტო განაკვეთების შემცირებისგან თავის შეკავების არგუმენტად მიიჩნევს. შესაბამისად, ვარაუდობს, რომ მიმდინარე კვირას, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა, უცვლელად დატოვებასთან შედარებით, უფრო მაღალია.