Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $335 მილიონს გაუტოლდა (იგივე, რაც 2022 წლის ოქტომბერში). ხოლო ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმის შემოსავლებმა $3.6 მილიარდი შეადგინა, რაც 2022 წლის 10 თვის შემოსავლებზე 25.8%-ით მეტია.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმიდან შესავლები $4.2 მილიარდს მიაღწევს, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 19%-ით გადააჭარბებს, ხოლო 2024 წელს $4.5 მილიარდამდე გაიზრდება, რაც წლიურად 7%-იანი მატება იქნება.