შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა ხმების დათვლა კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი იმარჯვებს რამდენიმე მერყევ შტატში.
ტრამპი იმარჯვებს ჯორჯიის შტატში. მან ასევე დაამარცხა კამალა ჰარისი მერყევ შტატში ჩრდილოეთ კაროლინაში.
Fox News-მა უკვე გამოაცხადა, რომ ტრამპმა პენსილვანიის შტატშიც გაიმარჯვა. სხვა მედია საშუალებებს ჯერ ეს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
მისმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა არაერთი კონსერვატორის შეხედულება, რომ შეერთებული შტატები ფუნდამენტურად წითელია, მიუხედავად დემოკრატების სიძლიერისა ბოლო საარჩევნო ციკლებში.
დღეს დილისთვის საარჩევნო ხმების თანაფარდობა შტატების მიხედვით ასეთია:
რაც შეეხება ვითარებას სხვა მნიშვნელოვან შტატებში, პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში ხმების დათვლა კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. ტრადიციულად დემოკრატიულ ოლქებში ჰარისს ჯერ კიდევ აქვს გამარჯვების შანსი, რადგან ბევრი ხმა ჯერ დაუთვლელია.
ჰარისის შტაბის ცნობით, მათი ლიდერი დღეს თავის მხარდამჭერებს არ სეხვდება. დონალდ ტრამპი კი ფლორიდაში აპირებს გამოსვლას.