დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ მანჰეტენის სასამართლოს გარშემო ბარიკადები აღმართეს. ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამშაბათს დაპატიმრებას ელოდება და მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა.
საქმე ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის $130 ათასის შესაძლო გადახდას. თუ ტრამპს მართლაც გაასამართლებენ, ეს იქნება ისტორიაში პირველი სისხლის სამართლის საქმე აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ.
ორშაბათს მოუსმინეს საქმის მოწმეს, ადვოკატ რობერტ კოსტელოს, რომელმაც თქვა, რომ ტრამპის ყოფილმა იურისტმა მაიკლ კოენმა ფული ტრამპისთვის შეუტყობინებლად გადაიხადა.
კოენმა, რომელმაც ჩვენება ნაფიც მსაჯულთა წინაშე ორჯერ მისცა, თქვა, რომ მას თანხის გადახადა ტრამპმა უბრძანა.
ბრალდების წაყენებამ შეიძლება ტრამპს ჩაუშალოს თეთრ სახლში დაბრუნების გეგმა. მას 2024 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა სურს.
ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.