ბაზრის რეაქცია ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების რისკზე
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა.
ტრეიდერების პირველი რეაქცია ასეთი იყო – მათ, ერთი მხრივ, დოლარისა და ბიტკოინის შესყიდვა, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ს გრძელვადიანი ობლიგაციების გაყიდვა დაიწყეს, რადგან ინციდენტმა გაზარდა ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შანსები.
დოლარის კურსი საგრძნობლად გაიზარდა და კრიპტოვალუტები მკვეთრად გაძვირდა.
ბიტკოინის ფასმა 9%-ით მოიმატა და $62,760 შეადგინა. ეთერიუმი კი 7%-ზე მეტით გაძვირდა და $3,336.80 შეადგინა.
ინვესტორები ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ეკონომიკური პოლიტიკა აშშ-ში ინფლაციის და სახელმწიფო ვალის ზრდას გამოიწვევს.
რადგან ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ამომრჩეველს ნაკლებ რეგულაციას ჰპირდება.
ინვესტორები ასევე ელიან კორპორატიული და პერსონალური გადასახადების შემცირების გახანგრძლივებას მომავალ წელს, რაც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის რისკებს აძლიერებს.
აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის თქმით, დიდია ალბათობა, რომ ამ მოვლენამ გავლენა მოახდინოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე და შეცვალოს მისი გადახედვის გეგმები.
რაც შეეხება ევროპის ბაზარს, აქ საფონდო ინდექსებმა ვარდნა დაიწყო. EUROSTOXX 50 ფიუჩერსები 0,5%-ით დაეცა.
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი შეფასებას დღეს გააკეთებს. ინვესტორები რეფინანსირების განაკვეთის 3.75%-იან ნიშნულზე შენარჩუნების დიდ ალბათობას ხედავენ. სპეციალისტების შეფასებით, ევროპის ბაზარზე ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ რჩება მდგრადი და უახლესი მონაცემები გადამწყვეტი იქნება განაკვეთის შემდეგი შემცირებისთვის.