ComCom-ის მონაცემების თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული რეკლამის სახით 18.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2022 წლის იმავე პერიოდს 23.3%-ით, კერძოდ კი, 3.5 მილიონი ლარით აღემატება.
კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2023 წლის III კვარტალში ტელეიმედს ჰქონდა – მთლიანი სარეკლამო შემოსავლის 35%. მისი შემოსავალი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 6.3 მილიონი შეადგინა.
1.1 მილიონი ლარით გაიზარდა რუსთავი 2-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალიც და 2.6 მილიონს გაუტოლდა. რუსთავი 2-ის წილი მთლიან სარეკლამო შემოსავლებში 14,3%-მდეა.
რაც შეეხება მთავარ არხს, გასული წლის III კვარტალთან შედარებით, მისი შემოსავალი 0.2 მილიონით შემცირდა და 1.9 მილიონი შეადგინა. მისი წილი 10,4%-ს შეადგენს.
0.5 მილიონით მეტი მიიღო იმ, რომლის კომერციული შემოსავალიც 2023 წლის III კვარტალში 1.9 მილიონი ლარი პოსტვ-მ.
ტელეკომპანია ფორმულას სარეკლამო შემოსავალი კი 0.4 მილიონით გაიზარდა და 1.3 მილიონ ლარს გაუტოლდა.
0.1 მილიონი ლარით მეტი მიიღო ტელეკომპანია პირველმა, რომლის შემოსავალმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა.
0.2 მილიონი ლარით გაიზარდა ჯი-დი-ეს თი-ვის შემოსავალიც, რომელიც 0.7 მილიონს უდრიდა.
0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო ბი-ემ-ჯიმ და მისი შემოსავალი 2023 წლის III კვარტალში 0.7 მილიონს გაუტოლდა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.1 მილიონით მეტი, კერძოდ, 0.5 მილიონი ლარი მიიღო.
0.07 მილიონი ლარით გაიზარდა პალიტრანიუსის შემოსავალი და სულ 0.1 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.