საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს სასურსათო მომარაგება და გამოიწვიოს ფასების ზრდა, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.
სავალუტო ფონდის სპიკერის თქმით, შეთანხმების შეწყვეტა გავლენას მოახდენს ამ ქვეყნებისთვის სურსათის მიწოდებაზე, რომლებიც დიდწილად უკრაინულ მარცვლეულზე არიან დამოკიდებულნი, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში.
„შეთანხმების არარსებობამ შეიძლება გააუარესოს სასურსათო უსაფრთხოების საკითხები და ხელი შეუწყოს გლობალურ ინფლაციას, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის”, –აღნიშნავს IMF.
გასულ ორშაბათს მოსკოვმა შეწყვიტა მარცვლეულის შეთანხმება იმის გამო, რომ მონაწილე მხარეებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები რუსეთის სოფლის მეურნეობის ექსპორტთან დაკავშირებით.
შეთანხმება მოიცავდა რუსეთ-გაეროს მემორანდუმს სანქციების შემსუბუქების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს რუსეთის ექსპორტზე.
ასევე, არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნები, როგორიცაა როსელხოზბანკის დაკავშირება SWIFT -ის სისტემასთან, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მიწოდება და სადაზღვევო და ლოგისტიკური შეზღუდვების მოხსნა.
რუსეთი აყენებს 7 პირობას მარცვლეულის გარიგების განახლებისთვის: აღადგენს შეთანხმებას მისი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და უსასყიდლოდ მიაწვდის მარცვლეულს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს.