გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის გლობალური ფასების ინდექსი გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მაისში სურსათის ფასები აპრილთან შედარებით 3.4 პუნქტით, 2.6%-ით დაეცა -124.3 პუნქტამდე, რაც 22.1%-ით ნაკლებია 2022 წლის მარტის მაჩვენებელზე, როცა ფასებმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
მნიშვნელოვნად შემცირდა მცენარეული ზეთების, მარცვლეულისა და რძის პროდუქტების ფასები. ხოლო შაქრისა და ხორცის ინდექსები გაიზარდა.
FAO-ს მონაცემებით, ხორბლის საერთაშორისო ფასები 3,5%-ით დაეცა, რაც 2023/24 წლების სეზონზე მოსავლის მოსალოდნელი ზრდის პერსპექტივით არის განპირობებული.
სიმინდის ფასმა მაისში 9.8%-ით დაიკლო, რაც გლობალური მიწოდების მოსალოდნელ ზრდას ასახავს. ბრაზილიასა და აშშ-ში წლევანდელ სეზონზე დიდ მოსავალს ელოდებიან, რაც სავარაუდოდ, ფასებზეც აისახება.
ქერის მსოფლიო ფასი ასევე დაეცა 9,5%-ით, რაც გავლენას ახდენს სიმინდისა და ხორბლის ფასების კლებაზე.
მცენარეული ზეთის სხვადასხვა სახეობაზე ფასები, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მაისში 48,2%-ით არის შემცირებული.
დაიკლო მზესუმზირას ზეთის, აგრეთვე, პალმის, სოიას, რაფსის ზეთების ფასებმაც.