რაჭაში, შოვში სტიქიის ადგილზე მე-19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ნაპოვნია ქალის ცხედარი.
„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი… მიმდინარეობს კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოოთ ძებნის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია“, – თქვა მან.