„სტარლინკი საქართველოში ხელმისაწვდომია“, – წერს საკუთარ სოციალურ ქსელ X-ში SpaceX-ის დამფუძნებელი.
ინფორმაცია სტარლინკის (Starlink) მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის (ინტერნეტის სიჩქარე, სავარაუდოდ, წამში 50–150 მეგაბიტს შორის მერყეობს) საქართველოში ჩართვის შესახებ კომპანიის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. მითითებულია ბმულიც, სადაც შესაძლებელია მომსახურების ფასების შესახებ ინფორმაციიის ნახვა.
სტარლინკის ინტერნეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა არ არის. მათ შორის, მაღალმთიან ადგილებში.
ინტერნეტის მისაღებად საჭიროა სტარლინკის სატელიტური თეფში და როუტერი. თეფში უნდა დაიდგას ისეთ ადგილას, სადაც „ცა ჩანს”. მოწყობილობა უძლებს ძლიერ წვიმას, ყინვასა და სიცხეს.
სტარლინკის სწრაფი ინტერნეტი სტანდარტულ ინტერნეტსერვისზე გაცილებით ძვირი ღირს.
როგორც კომპანიის საიტზეა მითითებული, საქართველოში ინტერნეტის ტარიფები 200-დან 832 ლარამდე მერყეობს.